ჯვარისულას საუკუნოვანი ისტორია

ვუყურებდი, კრეფისას მამაჩემი როგორ ეფერებოდა მტევნებს,­ რა ფრთხილად ჭრიდა და აწყობდა კალათში... ჯვარისულას კრეფა ჩვილის მოფერებას ჰგავს. ჩვენი სოფელი მთიანია და პირველი შემოსვლით ჯვარისულა გვახარებს, სხვა ჯიშის ვაზი შედარებით გვიან მწიფდება, ჯვარისულა კი ყველას ასწრებს - ოქტომბრის დასაწყისში მწიფდება და იწურება…

ტყიბულის რაიონის სოფელ ჯვარისადან ახალგაზრდა ქალბატონი მირანდა გიორგაძე გამოგვეხმაურა - თქვენს გაზეთში ერთგან ვაზზე, ჯვარისაზე წერდით, ეგ ვაზი ჩვენთან ხარობს, მას ჩვენს სოფელში საუკუნოვანი ისტორია აქვსო. ჩვენს გაზეთში ნახსენები ვაზი ორთაჭალაში, ერთ ოჯახში ვიპოვეთ, სადაც საგანგებოდ უვლიდნენ, მაგრამ მისი წარმომავლობა არ იცოდნენ... სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ ოჯახმაც ვაზის კალმები უშურველად გაუნაწილა მსურველებს. ვიფიქრეთ, ეს ამბავი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ მას სასიამოვნო გაგრძელება მოჰყვა...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე