კახა კალაძე ბუნებრივ აირთან დაკავშირებულ საკითხზე ირანში შეხვედრებს მართავს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირანის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანასთან დაკავშირებით შეხვედრებს გააგრძელებს.

"გვექნება ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა, ვისაუბრებთ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ფასები. ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით. ეს არის ან აზერბაიჯანის გავლით ან სომხეთის გავლით", - განაცხადა კალაძემ.

კახი კალაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირანში.