ევროკომისია საბერძნეთს მიგრანტების საკითხის მოსაგვარებლად დამატებით 12,7 მილიონ ევროს გამოუყოფს

მიგრაციული კრიზისის დასაძლევად, ევროკომისია საბერძნეთისთვის დამატებით 12,7 მილიონ ევროს გამოყოფს.

აღნიშნული თანხით ლტოლვილთა მისაღები პუნქტების კეთილმოწყობა იგეგმება, რაც საბერძნეთს საშუალებას მისცემს, 50 000 ლტოლვილი ქვეყანაში დატოვოს.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ფინანსურ დახმარებას 10 მილიონი ევროს სახით მაკედონიაც მიიღებს. აღნიშნული თანხა განკუთვნილია ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის გასაძლიერებლად.

მაკედონია ერთ-ერთი მთავარია იმ ქვეყნებს შორის, რომლის გავლითაც ლტოლვილები საბერძნეთიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩადიან.