ირანული ავიაკომპანიები საქართველოდან რეგულარულ ფრენებს განახორციელებენ

ქართულ ბაზარზე სამი ირანული ავიაკომპანია შემოდის.

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით თებერვლის ბოლოდან ქართულ ავიაბაზარზე ირანული კომპანია ATA Airlines ბრუნდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს Mahan Air და Qeshm Airlines სავარაუდოდ, მარტიდან განახორციელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ ,,ტავ ჯორჯიამ” მოლაპარაკებები სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან უკვე დაიწყო.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. დღესდღეისობით „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს.

ქრისტინე გამთენაძე