რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ 197 უკრაინულ სატვირთო მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ 197 უკრაინულ სატვირთო მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. როგორც რუსული მედია იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო.

სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ მოსკოვმა უკრაინული სატვირთო მანქანების დაბლოკვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს.

უკრაინაში რუსულ სატვირთო მანქანებს გადაადგილების საშუალებას 12 თებერვლიდან არ აძლევენ.