მაღაროელების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

მაღაროელების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და მუშაობა განაახლა. 13 მაღაროელი, რომელმაც გუშინ გაფიცვა გამოაცხადა, დღეს დილიდან სამუშაოდ მინდელის სახელობის მაღაროში ჩავიდა.

რაც შეეხება მაღაროელთა მეორე ნაწილს, ის გაფიცვას განაგრძობს. გაფიცულები ამ წუთებში მაღაროს მიმდებარედ არიან შეკრებილები. ისინი მუშაობას ხელფასის გაზრდამდე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებამდე არ აპირებენ.