რა მსგავსებაა ამჟამინდელ და 2008 წლის ფინანსურ კრიზისებს შორის

2016 წელი საერთაშორისო ბაზრების არასტაბილურობით დაიწყო.

წლის პირველივე დღეებში ჩინეთის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად შენელდა, ევროპაში კი ბანკები დაიხურა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა და ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა იანვარში განაცხადა, რომ მსოფლიოში შექმნილი ფინანსური ვითარება 2008 წლის ფინანსურ კრიზისს აგონებს.

„მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი სიტუაცია კრიზისის ტოლფასია. როდესაც ფინანსურ ბაზრებს ვაანალიზებ, სერიოზული გამოწვევა არსებობს, რომელიც 2008 წლის კრიზისს მაგონებს“, - აღნიშნა სოროსმა.

საინვესტიციო ბანკ Jefferies-ის ანალიტიკოსები ბაზრის იმ ინდიკატორებს აფასებენ, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დონეს დაუბრუნდა.

Jefferies-ის ანალიტიკოსთა შეფასებით:

- ინვესტორების ოპტიმისტური განწყობა ბაზრების მიმართ -14-ს გაუტოლდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის მარტის შემდეგ.

- კომუნალურ სექტორში კომპანიების შემოსავალი 2008 წლის დონემდე შემცირდა.

- აშშ-ის საფონდო ბაზრები 2008-2009 წლის მაჩვენებლამდე დაეცა.

- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლები 2008-2009 წლების მაჩვენებელს გაუტოლდა.

- საკუთარი კომპანიების აქციების შემძენი აღმასრულებელი დირექტორების რაოდენობა იმ ხელმძღვანელებთან შედარებით, ვინც აქციებს ჰყიდის, 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია და 2009 წლამდე მაჩვენებელზეა. 

- მაღალშემოსავლიანი ობლიგაციები ყველაზე რისკიანად დასახელდა 2008-2009 წლის შემდეგ.

ამავდროულად, Jefferies-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2016 წელი მაინც არ ჰგავს 2008 წელს.