რუსეთში მოსახლეობას ტელევიზორების ყიდვისგან თავშეკავებას ურჩევენ

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე სერგეი შვეცოვი მოსახლეობას მოუწოდებს,

კრიზისულ პერიოდში ფულადი დანაზოგები გააკეთონ და თავი შეიკავონ ტელევიზორებისა და სარეცხი მანქანების ყიდვისგან. მისივე თქმით, აუცილებელია მოსახლეობის ფინანსური ცნობიერების ამაღლება.

„როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა, მოსახლეობამ რაციონალური რეაგირება უნდა მოახდინოს და არა - ტელევიზორებისა და რამდენიმე სარეცხის მანქანის ყიდვა დაიწყოს. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ შესაძლოა ხვალ სამსახურის გარეშე დარჩეს და ამიტომ დანაზოგი ხარჯვას უნდა აღემატებოდეს“, - განაცხადა შვეცოვმა.

მისივე თქმით, რუსეთში მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე იმაზე დაბალია, ვიდრე განვითარებულ და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში.

„ჩინეთში საფონდო ბაზარზე 100 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, რუსეთში კი მხოლოდ 80 ათასი“, - აღნიშნა რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ.