ქუთაისში ტაქსის გამოძახების კომპანიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ტაქსის გამოძახების კომპანიის ,,მაქსიმის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. კომპანიის თანამშრომლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, პარკირების გადასახადებს და კომპანიის მიერ ტაქსის გამოძახების დაბალ ტარიფებს აპროტესტებენ.

როგორც ტაქსის მძღოლები აცხადებენ, ისინი მუშაობის განახლებას არ აპირებენ, რადგან მძიმე სიტუაციაში უწევთ მუშაობა. ტაქსის მძღოლების თქმით, რასაც ისინი ყოველდღიურად შოულობენ, მხოლოდ საწვავის გადასახადსა და კომპანიის ანგარიშზე შედის, მათ კი არაფერი რჩებათ.