მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია შეტანილი.

ინფორმაციის დამადასტურებელ რუკას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ავრცელებს.

"ეს რუკა შემთხვევით ვნახე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" (world economic forum) საიტზე და ბევრგან სხვაგანაც დევს. 2015 წლის მსოფლიო მოსახლეობის კარტოგრამაა. მართლაც კარგი, ინფორმატიული რუკაა, სერიოზული კომპანიის შექმნილი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს (მე არ გამიგია). ძალიან ცუდი, თუ არ იცის და კიდევ უფრო ცუდი, თუ იცის და არაფერს აკეთებს", - აცხადებს გიგი წერეთელი.

მისივე თქმით, საკითხი სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.