ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მუშები კვლავ გაიფიცნენ

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მეორე ცვლის მუშები სამუშაოდ არ წავიდნენ, რის გამოც საწარმო პროცესი ისევ გაჩერდა. ამ დროისთვის მაღაროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაფიცულებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. ადმინისტრაციამ გაფიცულებს მაღაროში წასვლისკენ მოუწოდა.

"ვაწარმოებთ მეშახტეებთან მოლაპარაკებას, რათა აღდგეს შახტაში საწარმო პროცესი და მათ მოთხოვნას განვიხილავთ საწარმო პროცესის პარალელურად", - განაცხადა შახტის ერთ-ერთმა დირექტორმა გია ქარქაშაძემ.

როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, შახტის გაჩერება ზარალს მიაყენებს კომპანიას, რადგან დროულად უნდა მოხდეს კონტრაქტორისთვის ნახშირის მიწოდება.