აშშ-ში მცირე და საშუალო ბიზნესი ინტერნეტ მარკეტინგზე დანახარჯებს ზრდის

აშშ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები ციფრულ არხებზე საკუთარი საქმიანობის რეკლამის მიზნით ბიუჯეტს ზრდიან.

კომპანია Thrive Analytics-ის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების გამოკითხული 45% ამბობს, რომ 2016 წელს ინტერნეტ-მარკეტინგზე დანახარჯის გაზრდას გეგმავს. გასულ წელს ეს მაჩვენებლი 35% იყო.

გამოკითხულთა თქმით, ბიუჯეტის 49%-ს მობილურ მარკეტინგში მიმართავენ, 44%-ს - მედია რეკლამაში, 44%-ს კი საძიებო რეკლამაში.

ექსპერტთა განცხადებით, აშშ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ფინანსური პრობლემები და მარკეტინგში არასაკმარისი დანახარჯებია.

Thrive Analytics-ის გამოკითხვაში მცირე და საშუალო ბიზნესის 1 116-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.