პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძეს უსმენენ

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის, კობა გვენეტაძის მოსმენა დაიწყო.

გვენეტაძის მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიმდინარეობს.

თავდაპირველად კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ დეპუტატებს კობა გვენეტაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო, ამ წუთებში კი პარლამენტის წევრებს თავად კანდიდატი მიმართავს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის.