თუ ავსტრიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა ამ ქვეყანას თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადით მიმართონ. აღნიშნული განმარტება ევროკომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მაგალითად, 2014 წელს დაკმაყოფილდა შემდეგი რაოდენობის განაცხადი სახელმწიფოებიდან, რომლებიც შეიყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში:
ალბანეთიდან დაკმაყოფილდა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 7,8%, ბოსნია და ჰერცოგოვინადან - 4,6%, მაკედონიიდან- 0,9%, კოსოვოდან - 6,3%, მონტენეგროდან- 3%, სერბეთიდან - 1,8%, თურქეთიდან კი - 1%.
ევროკავშირის კანონმდებლობით, უსაფრთხო სიაში ქვეყნის შეყვანა განაცხადის ავტომატურ უარყოფას არ გულისხმობს. თითოეული განაცხადის განხილვა ინდივიდუალური გზით მოხდება, აპლიკანტს კი უფლება ექნება, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.