დიღომში ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი მოკლეს

დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.