ტყიბულის მაღაროში მუშა დაშავდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში, საწარმო პროცესის დროს პირველი ცვლის მუშა, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მას ვაგონებს შორის ფეხი მოჰყვა. დაშავებული მაღაროელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა.

როგორც საავადმყოფოს ექიმმა-ტრავმატოლოგმა განაცხადა, პაციენტს მარჯვენა ფეხის სახსარზე მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.