კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობისა და განსაკუთრებით, ლარის კურსის გაუფასურების დროს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასება გვენეტაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სთხოვეს. გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ იქნება შემფასებელი, თუ როგორ მოხდა ამ შემთხვევაში მართვა.

"ქადაგიძესთან დაკავშირებით მე არ ვფიქრობ, რომ მე რაიმე შეფასება უნდა მივცე მას. ეს არის პარლამენტის პრეროგატივა და არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს და ალბათ, ვფიქრობ, გაკეთდება კიდეც", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.