პირველად ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, „მწვანე ბუდაპეშტი“ გთავაზობთ დაუჯერებელ გადახდის პირობებს!

საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ”მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“ მომხმარებელს ბინის შესაძენად დაუჯერებელ პირობებს სთავაზობს.

ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თქვენი საოცნებო სახლის ყიდვა ახლა 30%-იანი პირველადი შენატანითა და 100 თვიანი უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ. ბინები სულ რაღაც სამ თვეში, დასრულებული რემონტით ბარდება.

აღშნიშნული შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადახდის მოქნილი პირობებით ისარგებლოს და ამასთანავე, თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯი, რომელიც პროცენტიანი განვადებით სარგებლობას უკავშირდება. კომპანია გვთავაზობს მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებულ სხვადასხვა გადახდის პირობებს და ისინი შეძლებენ, აირჩიონ მათთვის მოსახერხებელი შეთავაზება.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ 100 თვეზე უფრო ხანგრძლივი განვადებით, მაგალითად, 120 თვიანი (10 წელი) განვადების შემთხვევაში წლიური პროცენტი მხოლოდ 1,32% ია, ხოლო 180 თვის (15 წელი) შემთხვევაში მხოლოდ 3,99%. შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთები ქართულ ბაზარზე უპრეცენდენტოდ დაბალია. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი კომპანია ტოვებს ძველ პირობას და მომხმარებელს 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. მომხმარებელს 100 თვიანი განვადების შემთხვევაშიც შეუძლია ისარგებლოს 15%-იანი ფასდაკლებით, მხოლოდ 6,55% წლიური საკომისიოს გათვალისწინებით.

პროექტის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, კომპანია კომპლექსს 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად, ოთხი თვით ადრე, მაისში აბარებს, რაც სამშენებლო ბაზარზე იშვიათი მოვლენაა. საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეზღუდული რაოდენობაა დარჩენილი.

ვისაც სურს სამ თვეში ახალი ცხოვრება ქალაქის ცენტრში, მწვანე ზონაში, ევროსტანდარტებით აშენებულ და გარემონტებულ ბინაში დაიწყოს, ”მწვანე ბუდაპეშტის” შეთავაზება სწორედ მათთვისაა. მომხმარებლებს შეუძლიათ თავდაპირველად მხოლოდ ბინის ღირებულების 30% გადაიხადონ, დანარჩენი თანხა კი უპროცენტო განვადების მეშვეობით, 100 თვის განმავლობაში დაფარონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ შეძენილი ბინა მესაკუთრემ შესაძლოა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს, გააქირაოს და მიღებული შემოსავალი, თუნდაც განვადების დასაფარად გამოიყენოს. ცხოვრების თუ ინვესტიციის მიზნით შეძენისთვის მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბინის ღირებულების 30%. ბინის გაქირავების შემთხვევაში კლიენტი ძალიან მარტივად შეძლებს ბინის ქირის შემოსავლით დაფაროს განვადების ყოველთვიური გადასახადი.

კომპანიის ეს პირობა ასევე ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვინც ქირით ცხოვრობს და ახალი ბინის შეძენა სურს. მომხმარებელი ამ შემთხვევაში იხდის პირველად შენატანს, ბინის საფასურის 30%-ს, ხოლო ყოველთვიურ გადასახადს, ქირის გადახდის ნაცვლად, საკუთარი ბინის განვადებაში გადაიხდის.

მათ კი, ვინც ძველ ბინაში ცხოვრობენ და ახალ ბინაში გადასვლა სურთ, მარტივად შეუძლიათ მხოლოდ წინასწარი 30%-იანი შენატანით გადავიდნენ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში და ძველი საცხოვრებელი ბინის გაქირავებით დაფარონ ყოველთვიური გადასახადი.

კომპანიის პირობები მიმზიდველია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც უცხოელ პარტნიორებთან უწევთ ურთიერთობა. ”მწვანე ბუდაპეშტში” ბინა აბსოლუტურად დააკმაყოფილებს უცხოელი სტუმრების სურვილებსა და მოთხოვნებს და მათ კომფორტულ პირობებს შეუქმნის საქართველოში საცხოვრებლად.

კომპლექსი ,,მწვანე ბუდაპეშტი“ საერთაშორისო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის’’ ყველაზე მასშტაბური, 45 მილიონ დოლარიანი ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ათეულში შევიდა.

“მწვანე ბუდაპეშტის “ ბინადრები მათთვის განკუთვნილ, საუკეთესოდ დაცულ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნებიან ყოველგვარი მომსახურებით. ამის საშუალებას მათ აძლევს კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენი”, რომლის მუშაობის მთავარი პრინციპია ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა.

”მწვანე ბუდაპეშტის” 11700 მ2 ზეგაშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებს სთავაზობს ევროსტანდარტის 351 ბინას სრული რემონტით: აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას: კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპები, სარბენი ბილიკები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ბავშვთა მოვლის ცენტრი, ფიტნესცენტრი. კორპუსების პირველი სართულები დაეთმობა პირველადი მოხმარების მაღაზიებს, გასართობ და გამაჯანსაღებელ ცენტრებს, კაფეებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს.

ქალაქის ცენტრში განლაგებული საცხოვრებელი კომპლექსი გარშემორტყმულია რეკრეაციული ზონით, რომელიც სიმყუდროვისა და ეკოლოგიური სიჯანსაღის გარანტია. მშენებლობა ხორციელდება უახლესი ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით. მობინადრეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი გემოვნებით აარჩიონ შიდა სარემონტო მასალების ფერი და ხარისხი. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად, მაისში დასრულდება. მობინადრეები დაგეგმილზე ოთხი თვით ადრე შეძლებენ შესახლებას. ერთი წლის განმავლობაში ტერიტორიის დაცვა, დასუფთავება, მწვანე ნარგავების მოვლა უფასოდ განხორციელდება.

იცხოვრეთ ბედნიერად! დანარჩენზე თქვენი სამშენებლო კომპანია იზრუნებს!

https://greenbudapest.ge/

(R)