გიორგი ქადაგიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ლარი შესაძლებელია, ძველ კურსს დაუბრუნდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია და შესაძლებელია ძველ კურსს დაუბრუნდეს.

მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი რამ მომხდარა. ჟურნალისტის კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ლარის კურსი ჩამოვიდეს 2-ზე ქვემოთ და დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, ქადაგიძემ განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია".

"სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, იმ შეცდომების გამოსწორების პირობებში, რაზეც ვისაუბრეთ და გაათმაგებული ენერგიით გამოწვევებზე პასუხის პირობებში, ლარს აუცილებლად ექნება გამყარების ტენდენცია. ეს მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც 2.42-დან ჩამოვიდა კურსი 1.4-მდეც", - განაცხადა ქადაგიძემ გადაცემა "არჩევანში" და აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საშუალოვადიან პერიოდში მოხდება.