გიორგი კვირიკაშვილი - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი უნდა იყოს , - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ კობა გვენეტაძეს, პრემიერ-მინისტრმა კომენტარისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ამ ეტაპზე ის განხილვებში ჩართული არ არის.

"მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ვფიქრობ, რომ ასეთი კანდიდატი იქნება შესარჩევი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.