გიორგი კვირიკაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ მიწის ჩამორთმევა, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს კანონიერად ჰქონდა

არავითარ შემთხვევაში არ მოხდება იმ მიწის ჩამორთმევა, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს კანონიერად ჰქონდა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო რეესტრის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც მიწების რეგისტრაციას ითვალისწინებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, არავის უფლებების დარღვევა არ მოხდება. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დანიშნულების ადგილამდე არასწორად იყო მიტანილი.

"მეტი კომუნიკაცია გვექნება და რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება ის, რომ ვინმეს ის მიწა ჩამოერთვას, რომელიც კანონიერად ჰქონდა. ან დავუშვათ, თუ არსებობს იურიდიული საფუძველი, რომ მიწა ამა თუ იმ მფლობელს საკუთრებაში გაუფორმდეს, ჩვენ ყველა ასეთ შესაძლებლობას ძალიან ყურადღებით მოვეკიდებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.