"ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, ავიაკომპანია "ვიზეარის" წარმომადგენლები პრეზენტაციას გამართავენ, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ტურისტული და საავიაციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლაც.