თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი უქმდება

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი უქმდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ.

დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგეგმება მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების გაერთიანება, რათა მოხდეს რესურსების სწორად მობილიზება და გადანაწილება.

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს დედაქალაქის ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა.