ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა ისევ გრძელდება. მეოთხე დღეა მაღაროელები მინდელის სახელობის შახტის წინ არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნაა ხელფასების 20%-ით მომატება და ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამჟამად ბიულეტენის 70%-ით ანაზღაურება ხდება.

დღეს დილით მაღაროელთა ექვსკაციანი საინიციატივო ჯგუფი ადმინისტრაციაში შეხვედრაზე შევიდა და გაფიცულთა მოთხოვნები გააცნო. ადმინისტრაციამ მეშახტეებს განუცხადა, რომ მათ მოთხოვნას განიხილავენ და პასუხს რამდენიმე საათში შეატყობინებენ. ამ დროისთვის მეშახტეთა 6-კაციანი ჯგუფი ხელმეორედ არის შესული პასუხის მისაღებად.

მაღაროელთა გაფიცვის გამო, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია.