აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი ენერგეტიკული კორიდორის შექმნაზე მუშაობენ

აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი ახალი ენერგეტიკული კორიდორის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ შექმნაზე მუშაობენ.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანის ამ ქვეყანასთან კავშირებს მნიშვნელოვნად გააღრმავებს.

„იქმნება კორიდორი „ჩრდილოეთი-სამხრეთი, რომელსაც არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ენერგეტიკული დანიშნულება ექნება. კორიდორი რუსეთიდან აზერბაიჯანში და შემდგომ ირანში ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. საკითხზე სამუშაოდ უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა ალიევმა.

მისი განცხადებით, ირანსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი გარიგებები იგეგმება ნავთობსაგაზო სფეროში. მათ შორის თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ირანული გაზის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტი, აზერბაიჯანის გაზსაცავების ირანის მიერ გამოყენება და სხვა.