აეროპორტში ნისლის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხანდელი ნისლის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია. როგორც თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება გადადებულ რეისებს, აეროპორტში აცხადებენ, რომ რამდენიმე რეისი უკვე შესრულებულია.

"აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ავიაკომპანიები თვითონ გადაწყვეტენ, როდის შეასრულონ გადადებული რეისები", - აცხადებენ აეროპორტში.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა.