გაფიცულმა მაღაროელებმა "ჯი-აი-ჯი ჯგუფის" გენერალურ დირექტორს გადადგომა მოსთხოვეს

გაფიცულმა მაღაროელებმა "ჯი-აი-ჯი ჯგუფის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ჩხეიძეს გადადგომა მოსთხოვეს. გაფიცულები ცოტა ხნის წინ მაღაროს ადმინისტრაციულ შენობაში, ჩხეიძის კაბინეტში შევიდნენ და მას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, ჩხეიძე გენერალური დირექტორის თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან მას მაღაროების მართვა უჭირს.

გაფიცულებმა ჩხეიძის კაბინეტი უკვე დატოვეს. ამ წუთებში ისინი მაღაროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში რჩებიან.

მაღაროელთა ნაწილი უკვე მეოთხე დღეა გაფიცულია. ისინი ხელფასის გაზრდას და სხვა პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.