რატომ შემცირდა თხილის ფასი და ექსპორტი?

სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საექსპორტო დარგში პრობლემებია. ადგილობრივ ბაზარზე თხილის ფასი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა და ერთი კილოგრამი თხილი ახლა საშუალოდ 5 ლარი ღირს. ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების მთავარ მიზეზად თურქეთში არსებული თხილის კარგი მოსავალი და შემცირებული ფასები სახელდება. საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ ექსპორტიორებიც დააზარალა. ქართულ თხილზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება, იკლებს პროდუქციის საექსპორტო ფასიც.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში თხილის ფასთან დაკავშირებულ პრობლემებს მეწარმეების არასწორ გათვლებს უკავშირებენ. ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ თხილის ექსპორტს დამატებითი პრობლემა ერთ-ერთი ქართული საწარმოს მიერ გერმანელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანამ შეუქმნას. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირში ქართული თხილი მაღალი ნდობით არ სარგებლობს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე