სარა უილიამსონი - მოგების გადასახადის ესტონური მოდელი კარგია ინვესტიციების მოსაზიდად

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი კარგია ინვესტიციების მოსაზიდად, - ამის შესახებ აშშ-ის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, სარა უილიამსონმა საინვესტიციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ იყოს მეტი სამუშაო ადგილი, საჭიროა ინვესტიციები.

"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია იურისტების და ბუღალტრების შეკრება და ამ საკითხის განხილვა", - განმარტა უილიამსონმა.

საინვესტიციო საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე ისაუბრეს. სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.