ნათია თურნავას სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიის ყოველწლიურ სამიტზე მოუსმინეს

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავას სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიის ყოველწლიურ სამიტზე მოუსმინეს. როგორც "საპარტნიორო ფონდიდან" ბპნ-ს აცნობეს, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიის ყოველწლიურ სამიტზე პრეზენტაცია გააკეთა, რომელსაც ევროპისა და აზიის ქვეყნების ენერგო და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფონდის ინფრომაციით, სამიტზე ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას ფონდის მანდატი, სტრუქტურა, შესაძლებლობები და განხორციელებული ენერგო პროექტები გააცნო. ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და ქვეყნის უპირატესობებზე განახლებადი ენერგეტიკის სექტორში, სადაც "საპარტნიორო ფონდს" მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა.

სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიის რიგით მესამე სამიტი საქართველოში მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. განსახილველი თემებია: სამხრეთ კავკასიის ლოჯისტიკური შესაძლებლობები, განახლებადი ენერგეტიკის ფინანსირება და სატრანსპოტო ინფრასტრუქტურა.