ირანი საქართველოში სავარაუდოდ, 200 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტს მოახდენს

თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბომეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორი დაინტერესეულია ირანული გაზის შეძენით.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც საქართველოში გაზის ექსპორტი განხორციელდება“, - განუცხადა კამელიმ ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრ ბიან ზანგენესა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ.

კამელის თქმით, პირველი კონტრაქტი შვიდი თვეზე გაფორმდება და მომავალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

„თუმცა, საქართველომ სომხეთიდან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს. თუ შეთანხმება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული იქნება, მომავალში საქართველოში გაზის მიწოდების საშუალო და გრძელვადიან კონტრაქტებსაც გავაფორმებთ“, - დასძინა კამელიმ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე