სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდი გაიყიდა

2016 წლის 17 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე

45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 343-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 133 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.300 პროცენტით, მაქსიმალური 11.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.655 პროცენტით განისაზღვრა.