S&P-მა ნავთობის ფასების პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor’s-მა „ბრენტის“ მარკის 2016 წლის ფასების პროგნოზი შეამცირა.

სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 40 დოლარი იქნება, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 55 დოლარისა.

S&P-მა ასევე შეამცირა 2016-2019 წლების ფასების პროგნოზი. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 46 დოლარი იქნება, ნაცვლად ნავარაუდევი 65 დოლარისა.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ოპეკ-ის რამდენიმე წევრ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ნავთობის მოპოვების მოცულობის გაყინვაზე, მნიშვნელოვნად არ აისახება ნავთობის ფასებზე.