პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, 13:00 საათზე გაიმართება. მომხსენებლები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი იქნებიან, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები თავად კანდიდატს მოუსმენენ.
კობა გვენეტაძეს ორი დღის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უკვე გაეცნო და მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ფარულ კენჭისრაში პარლამენტის 9 წევრმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კენჭისყრაში მონაწილე 8 დეპუტატმა დადებითი პასუხი გასცა. შესაბამისად, წინააღმდეგი კომიტეტის მხოლოდ 1 წევრი წავიდა.
კობა გვენეტაძე პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა საზოგადოებასთან კონსულტაციით შეარჩია.