კახეთში 28 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ძლიერი ქარის გამო, კახეთში 28 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, თელავის, ახმეტის, ყვარლის და სიღნაღის რაიონის ნაწილს დენის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, აბონენტთა ნაწილი კი, პრევენციულად გათიშეს.

მათივე განმარტებით, აღდგენით სამუშაოებს უამინდობა აფერხებს.

"ქარის ჩადგომის შემთხვევაში რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი", - აცხადებენ კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.