ქუთაისში თორმეტი მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო

ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში მარტივი ტიპის მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ფრენბურთის ბადე გადასცეს. 2016 წლის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა. 2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს "თეგიკა უნივერსალმა" შეასრულა. თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად ხელოვნურსაფარიანი გაკეთდა. ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია რეაბილიტირებული მოედნების მოვლა-პატრონობა.