რას მოუტანს საქართველოს სამინისტროების რაოდენობის შემცირება? - როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები

საქართველოში სულ 19 სამინისტროა. რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სამინისტროების რაოდენობის შემცირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამგვარად, სახელმწიფო მილიონობით ლარის დაზოგვას შეძლებს. ქადაგიძემ რამდენიმე სამინისტროც დაასახელა, რომელიც მისი აზრით, უნდა გაუქმდეს.

ესენია: ევროინტეგრაციის, სასჯელაღსრულების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები. აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, მთავრობის წევრების უმრავლესობა ქადაგიძის პოზიციას იზიარებს.

"მიმაჩნია, რომ დღეს იმ დონეზე ვართ, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა.

"სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. ამას სჭირდება კარგი ანალიზის გაკეთება. რამდენი სამინისტრო დარჩება და რომელი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმებში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

"შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო", - აღნიშნა ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სამინისტროების გაუქმებაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, შესაძლებელია ამ პროცესს მალე ველოდოთ.

რას მოგვიტანს სამინისტროების გაუქმება? ამაზე მოსაზრება Allnews.ge-ს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გაუზიარა.

გოცირიძის თქმით, უნდა გაუქმდეს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროები:

იხილეთ გაგრძელება