საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კობა გვენეტაძეს უსმენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კობა გვენეტაძეს უსმენს.

კომიტეტის სხდომაზე, თავდაპირველად, დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ კობა გვენეტაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო. საკუთარ ხედვებს კომიტეტს თავად გვენეტაძე აცნობს.

კობა გვენეტაძის აზრით, რაზეც ეროვნული ბანკის საბჭოში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, ეკონომიკის დედოლარიზაცია, ანუ ლარიზაციის გაზრდის პროცესია.

დღესვე გენეტაძეს უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ.