კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკისადმი ნდობა უნდა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს

ეროვნული ბანკისადმი ნდობა უნდა შენარჩუნდეს და უნდა განმტკიცდეს, - ამის თაობაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი.

"ეს მთავარი ფაქტორია იმ ფუნქციის შესასრულებლად, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია - ეს არის ქვეყანაში ინფლაციის სტაბილური და დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ლარიზაციის გაზრდას და მსესხებელთა ინტერესების დაცვას ასახელებს.

მისივე განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია კომერციული ბანკებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობა.