დავით ბაქრაძე - კობა გვენეტაძის კომპეტენტურობაში ეჭვი არ გვეპარება

საპარლამენტო უმცირესობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის კობა გვენეტაძის კომპეტენტურობაში ეჭვი არ ეპარება.

როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მათ პარლამენტში გვენეტაძეს მოუსმინეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით, უმცირესობის მოსაზრება პლენარულ სესიაზე გახდება ცნობილი.

,,ამ ადამიანის კომპეტენტურობაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. მან განვლილი გზით დაამტკიცა, რომ ის მართლა მაღალი კლასის პროფესიონალია, მაგრამ რამდენად პრინციპული იქნება და რამდენად შეძლებს ის წინ აღუდგეს მთავრობის მიერ გატარებულ მავნებლურ პოლიტიკას, რომელიც ამ მთავრობამ ძალიან ბევრი მიიღო და რამაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანა შეიყვანა კრიზისში, ვიმსჯელებთ და საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე. ზოგადი დამოკიდებულება არის საქმიანი და ნორმალური", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.