საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში ხვალ Hi-tech-ის სფეროში პირველი სტარტაპის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისს თელ-ავივის უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისრაელის სპორტის ყოფილი მინისტრი ოფირ ფინეს პაზი ეწვევა.

როგორც ბიზნეს პალატაში აცხადებენ, თბილისის მერიისა და თელ ავივის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა გასული წლის აგვისტოში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ისრაელში საქართველოს საელჩოს და ქნესეთის მხარდაჭერით, თბილისის მერის ისრაელში ვიზიტისას. დავით ნარმანიამ თელ ავივის უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია და შეთანხმდა მომავალი თანამშრომლობაც. ამავე ვიზიტისას გადაწყდა ისრაელური ინვესტიციით თბილისში რამდენიმე ბიზნეპროექტის განხორციელება და მაღალი ტექნოლოგიების ექსელერატორის ამოქმედება.

ოფირ ფინეს პაზის ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები თბილისის მერთან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელობასთან.

კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა ხვალ "ისრაელის სახლში" გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი იციკ მოშე, თსუ-ს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და თბილისის მერიის წარმატებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები;

1. თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა თსუ-სა და თელ ავივის უნივერსიტეტს შორის - აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, გამოცდილების გაზიარება;

2. საქართველოში პირველი სტარტაპი Hi-tech-ის სფეროში, რომლის გაყიდვაც დაიწყება 01.03.16-დან;

3. თბილისის მერის ისრაელში ვიზიტის შედეგად თბილისში ისრაელური ინვესტიციებით დაწყებული პროექტების პრეზენტაცია (რომელთაგან ორი - წელს დასრულდება);

4. წიგნი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, რომელშიც აღწერილი იქნება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ინოვაციური მიმართულება - "ვიზიტი საქართველოში კვირის ბოლოს" (Weekend tour in Georgia)

(უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნის 2014 წელს გამოცემულ პირველ ნაწილს "21 დღე საქართველოში" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ისრაელში);

ოფირ ფინეს პაზი თბილისს 21 თებერვალს დატოვებს.