აშშ ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს უწესებს

აშშ ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს უწესებს. "ბიბისის" ცნობით, შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა.

მორიგი შეზღუდვების დაწესების მიზეზი გასულ კვირას ფხენიანის მიერ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის გაშვება გახდა. ჩრდილოეთ კორეის მთავრობა უარს ამბობს, ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ ჩინეთთან ერთად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზეც მუშაობს, რომელიც ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს გულისხმობს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ზოგიერთი სანქცია ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას დააზარალებს.