მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის რაიონის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სოფლების - მანანაურის, ცხუმალდის, ბავარისა და ხაჩეშის ელექტროფიცირებისთვის, მთავრობის განკარგულებით, ენერგეტიკის სამინისტოს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 535 737 ლარი გამოეყო.

"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტროფიცირების დასრულების შემდეგ, ჯამურად ელექტროფიცირებული იქნება 29 სოფელი, რომლებსაც ელექტროენერგია 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.