სპეციალური 3D პრინტერის მეშვეობით, მეცნიერებმა ადამიანის სხეულის ნაწილები და ქსოვილი დაბეჭდეს

რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის Wake Forest-ის მეცნიერებმა სპეციალური ბიოპრინტერი შექმნეს, რომელიც ცოცხალი უჯრედებისგან ადამიანის ქსოვილებსა და ორგანოებს ბეჭდავს.

მეცნიერების თქმით, ცხოველის ორგანიზმში იმპლანტირების შემდეგ დაბეჭდილი ქსოვილი ნორმალურ ფუნქციონირებას განაგრძობდა.

ახალი 3D პრინტერის შესაძლებლობების დემონსტირების მიზნით, მკვლევარებმა მისი საშუალებით უკვე შექმნეს ადამიანის ქვედა ყბა, კუნთი და ყური.

ბიოპრინტერის შექმნაზე ისინი 10 წელიწადზე მეტს მუშაობდნენ. თუ დამტკიცდა, რომ დაბეჭდილი ქსოვილების იმპლანტაცია ადამიანისთვის უსაფრთხოა, მედიცინაში მისი ფართოდ გამოყენება გახდება შესაძლებელი.

ეს კი ინოვაციური გარღვევა იქნება - დაზიანებული ორგანოების აღსადგენად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად შექმნილი ცოცხალი ქსოვილების გამოყენებას შევძლებთ.

იხილეთ გაგრძელება