ირაკლი ხმალაძე - "გაზპრომსა" და "სოკართან" მოლაპარაკებებში არჩევანს "უკეთესი პირობის" სასარგებლოდ გავაკეთებთ

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძის განმარტებით, "გაზპრომსა" და "სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებებში ქართული მხარე არჩევანს იმის სასარგებლოდ გააკეთებს, ვისაც "უკეთესი პირობა" ექნება.

ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რატომ გრძელდება "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მაშინ, როდესაც "სოკარმა" საქართველოსთვის დამატებითი მოცულობით გაზის მიწოდების მზადყოფნა გამოთქვა.

ხმალაძის თქმით, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში ხდება, დღევანდელი შეხვედრის შემდეგაც მინისტრი მედიას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

"მოლაპარაკებების მიზანი არის ქვეყნისთვის უფრო უკეთესი პირობების მიღება. როდის დასრულდება მოლაპარაკებები, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე მხარესთან მოლაპარაკებები, რომ გამოვიდეს უკეთესი პირობა. რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო", - განაცხადა ხმალაძემ.