დიმიტრი ქუმსიშვილი - მე მიყვარს ქუთაისის აეროპორტი, დღეს ეს არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ტურიზმის განვითარებისთვის ვიყენებთ

მე მიყვარს ქუთაისის აეროპორტი და დღესდღეისობით ეს ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენ ტურიზმის განვითარებისთვის ვიყენებთ , - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეკითხვას, რომლის თანახმადაც, 2013 წელს მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტში ქუთაისის აეროპორტი წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ არამიზნობრივ ხარჯებში იყო მოხსენიებული.

დიმიტრი ქუმსიშვილმა არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელობა განმარტა.

"არ ვიცი, რას ნიშნავს, არამიზნობრივი ხარჯები. არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ვერ ვხვდები, რა უნდა გიპასუხოთ. მე მიყვარს ქუთაისის აეროპორტი და დღესდღეისობით ეს არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.