პირველი ქართული მოძრავჩანართებიანი წიგნი, რომელიც საქართველოში იქმნება

პირველი ქართული მოძრავჩანართებიანი წიგნი საქართველოში 2011 წელს გამოვიდა. მაშინ პირველად შეძლეს ბავშვებმა, ვეფხისა და მოყმის ამბავი ერთდროულად წაეკითხათ, ენახათ და შეხებოდნენ. "ვეფხისტყაოსნის" მერე იყო დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე... ამჟამად ქართული 3D წიგნების სერიის ფარგლებში უკვე 9 წიგნია გამოსული. თითოეული წიგნის იდეა, მაკეტი, 3D მოძრავი ჩანართები, ილუსტრაციები, დიზაინი და ტექსტი ქართველ ავტორებს ეკუთვნით. გამომცემლობა "პალიტრა L" ერთადერთია, რომელიც საქართველოში 3D წიგნების სერიას ქმნის.

ავტორი: ეკა მელიქიძე

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე