გრიგორი კარასინი - რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმების მიმართულებით მუშაობენ

რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმების მიმართულებით მუშაობენ. ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისი და მოსკოვი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში არიან.

"ამ გადაწყვეტილებისკენ მივდივართ. ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავებთ", - აღნიშნა კარასინმა.

მისივე თქმით, გასული წლის 23 დეკემბერს რუსეთმა საქართველოს იმ მოქალაქეების კატეგორია გააფართოვა, რომელთაც რუსეთში მიწვევის საფუძველზე შეუძლიათ ჩასვლა.

"ახლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიწვევის გაკეთება და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მოწვევა, რაც ადრე არ იყო. ახლა მთავარია ამ სისტემის დარეგულირება იმისათვის, რომ მერე უფრო სრულყოფილ ფორმაზე ვიფიქროთ", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.