ქუთაისში "წლის ბიზნესი 2015"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ქუთაისში "წლის ბიზნესი 2015"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ინიციატივით, აღნიშნული ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის პირველად ჩატარდა.

კონკურსი მიზნად წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა. "ამ კომპანიებს მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში, კონკურსი ხელს უწყობს ამ კომპანიების ცნობადობის გაზრდას და მათი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციას. მათ წვლილი მიუძღვით ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ბიზნეს აქტივობების საზღვარგარეთ გააქტიურებაში და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ.

კონკურში მონაწილეობა 42-მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 12 ნომინაცია. გამარჯვებულებს საჩუქრები მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.