Maserati Levante-ს უახლესი მოდელი მალე გაიყიდება

იტალიურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Maserati სრულიად ახალი მოდელის Levante-ს ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ჯაშუშურად გავრცელებული ფოტოების გამო კომპანია იძულებული გახდა ოფიციალური ფოტოები წარმოედგინა. სიახლის პრემიერა რამდენიმე დღეში ჟენევის ავტოშოუზე იგეგმება და ის იქნება პირველი ქროსოვერი 100-წლიანი ისტორიის მქონე მწარმოებლისთვის.

მას ტურინთან ახლოს მდებარე ქალაქ მიარაფიორიში მდებარე კომპანიის ქარხანაში ააწყობენ და მისი გაყიდვა მალე დაიწყება - აპრილიდან - ევროპაში, შემოდგომაზე კი დანარჩენ მსოფლიოში.

საშუალო ზომის ქროსოვერი, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ნამდვილი Maserati-ია მისი მახასიათებლებით, როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკური მონაცემებით. ის აღჭურვილი იქნება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავების სხვადასხვა ვარიანტებით, რომლებიც შეესაბამება ევრო-6 სტანდარტებს. Levante ერთ-ერთი საკვანძო მოდელია კომპანიის გამაში, რომელიც მიუხედავად მმართველების პოზიტიური პროგნოზებისა, ნაკლებად იყიდება. გასულ წელს Maserati-ს მხოლოდ 30 ათასი ერთეული გაიყიდა მაშინ, როდესაც მოლოდინი მინმუმ ორჯერ მეტი იყო.

კოკა კვირკველია